Wednesday, April 15, 2009

გიორგი ნიკოლოზის ძე დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს ქალაქ თბილისში. მამა - ნიკოლოზ დანელია მუშაობდა ჯერ საგზაო ინჟინრად, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ-ს მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა - მერი ანჯაფარიძე წლების განმავლონაში მუშაობდა ,,მოსფილმში” ასისტენტად, მეორე რეჟისორად და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა: გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი ფილმი. მეუღლე - დანელია ივანეს ასული - დამდგმელი რეჟისორი. გადაგებული აქვს ფილმები: ,,ფრანგი”, ,,ღვთის გლახა”, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები: ,,ხუმრობა”, ,,მიმდინარე დღე”. შვილები: ნიკოლოზ დანელია (1959-1985) - რეჟისორი, პოეტი, მხატვარი; სვეტლანა დანელია - იურისტი; კირილე დანელია - მხატვარი.

გიორგი დანელიამ 1954 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი. 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად - ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ რეჟისორულ მუშაობაში.
,, მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რითმით იწყება. პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და როგორც ჩანს ამ კვალის წაშლა შეუძლებელია”- ამბობს გიორგი დანელია.

გიორგი დანელიას ფილმი - ,,მე დავდივარ მოსკოვში” ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის ,,დაბობის” პერიოდის ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. მისმა პოპულარულმა ფილმებმა: ,,არ დაიდარდო”, ,,მიმონო”, ,,აფონია” და ,,შემოდგომის მარათონი” მილიონობით მაყურებელს ლირიული კომედიის გაუნუმეპრებელი სამყარო აჩვენა და ამ დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.

საინტერესო ფაქტები: დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდება მისი იმჟამინდელი მეუღლე - ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც ,,გინესის რეკორდების წიგნშია” შეყვანილი ყველაზე მრავალრიცხოვანი კინოგადაღებებით კინოს ისტორიაში.

გიორგი დანელია ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის დეიდაშვილია, რომელიც ერთადერთ ფილმში - ,,არ დაიდარდო” გადაიღო.
მისი ფილმების უმრავლესობისათვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე აჩუქა დანელიას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის - ,,პატარა დანელიადა”.

გიორგი დანელიას არაერთ ფილმში მონაწილეობა აქვს მიღებული - ცნობილ რუს მსახიობს ევგენი ლეონოვს. კითხვას - თუ ვინ არის გიორგი დანელია, ევგენი ლეონოვმა ასე უპასუხა:
,,ჯერ ერთი ის არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი, იმათთვისაც კი ვინც კარგად იცნობს და მეორე - ის უბრალოდ კეთილი ადამიანია: მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის ტოვებს სიკეთის ნაწილს, თავისი გულის ნაწილს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის ნაწილს”.

2007 წელს ,,”-ის ჯურნალისტმა შემდეგი ინტერვიუ ჩაწერა:

- ბატონო გიორგი, რატომ გახდით ასეთი ,,ჩაკეტილი”, იქნებ ფიქრობთ, რომ თქვენი ფილმები ამობებნ თქვენს შესახებ უფრო მეტს, ვიდრე თვენ იტყოდით?
- მე მართლა ძალიან ბევრს ვაქსოვ ჩემს ნამუშევრებში და საერთოდ არ ვარ მჭევრმეტყველი, ჩემთვის დღეს ქუჩაში გასვლა, ვინმესთან ურთიერთობა და მითუმეტეს უაზრო თავყრილობებში მონაწილეობა საშინელი ტანჯვაა, ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდი, დავწერდი სცენარებს, ან მემუარებს, სათქმელიც ბევრი მაქვს და ასაკიც მავალდებულებს.

- წარსულის ნოსტალგიას განიცდით?
- ვერ ვიტყვი, რომ წარსული ცხოვრება სრული დღესასწაული იყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მე შემეძლო ამესახა ეკრანზე ის, რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი. ეს არ ნიშნავს, რომ მე დღევანდელობას არ ვესადაგები, ან არ მაქვს საშუალება გადავიღო ფილმები, უბრალოდ მხატვრულ კინემატოგრაფიაში მე ჩემს მწვერვალებს, ალბათ, უკვე მივაღწიე. მე ვეღარასოდეს გავიმეორებ ისეთი კლასის ფილმებს, როგორებიცაა: ,,შემოდგომის მარათონი” და ,,მე დავდივარ მოსკოვში”.

- თქვენს მშობლებს თუ ჰქონიათ კინოსთან რაიმენაირი შეხება?
- დედაჩემი ქართველი მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძის და და მიხეილ ჭიაურელის ცოლის და იყო. ჩვენს სახლში ნამყოფია თითქმის მთელი მოსკოვის კინემატოგრაფიული და თეატრალური ელიტა: დოვჟენკო, პუდოვკინი, ნემიროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, ტარასოვა და სხვები... მამაჩემი ჩუმი, გულჩათხრობილი ადამიანი იყო, ამ კუთხით, ხასიათით მე ალბათ მამას ვგავარ.

- თქვენ უცხოურ ელიტასთანაც ურთიერთობდით, მაგალითად ფედერიკო ფელინისთან...
- მისი შემოქმედება ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის, მაგრამ ამასთანავე მე შეგნებული მქონდა, რომ მე თვითონ ასე ვერასოდეს გადავიღებდი, როდესაც ფელინი გარდაიცვალა ჩემთვის ეს მეოცე საუკუნის კინემატოგრაფის გარდაცვალებას ნიშნავდა. მე დაკრზალვაზეც კი წავედი, მაგრამ იმის თქმა, რომ ის ჩემი მასწავლებელი იყო ბაქიაობა იქნება, მთავარი მასწავლებელი მაინც ცხოვრებაა.

- ფილმში - ,,მე დავდივარ მოსკოვში” ახალგაზრდა ნიკიტა მიხალკოვის დებიუტი შედგა, გაქვთ თუ არა ურთიერთობა მასთან და როგორ აფასებთ მის ნამუშევრებს?
- ერთხელ შემოქმედებით საღამოზე ერთმა მაყურებელმა მკითხა: სემეძლო თუ არა წარმომედგინა, რომ მიხალკოვი გახდებოდა ასეთი ცნობილი რეჟისორი, რუსული კინოს ვარსკვლავი. მე მცირე პაუზის შემდეგ ვუპასუხე: ,,მართალი გითხრათ, მე მეგონა ის პრეზიდენტი გახდებოდა”, დარბაზი ხარხარებდა.

- თქვენ ახალი ჟანრი შექმენით - ,,ლირიული კომედია”, როგორ მოხდა ეს?
- ეს მოხდა ,,მე დავდივარ მოსკოვში” ფილმის ჩაბარების დროს, უფროსებს სურათი მოეწონათ, გაიღიმეს, მაგრამ ხმამაღლა არ იცინოდნენ, შემდეგ ამ ფენომენის შესახებ მკითხეს, მეც ავდექი და ვუპასუხე: ,,ყველაფერი მართალია, ეს ხომ კომედიაა, მაგრამ ლირიული”.

- იმას როგორ უყურებთ, რომ ზოგჯერ კომედიოგრაფს გეძახიან?
- მე დიდი ხანია შეჩვეული ვარ იმას, რომ მე გაიდაის და რიაზანოვს კომედიურ სამეულში გვაერთიანებენ, მაგრამ ჩვენ განსხვავებულები ვართ! გაიდაი ექცენტრიული კომედიის უბადლო ოსტატია, რიაზანოვი განსხვავებულ ფილმებს იღებს - სასაცილოდან-მელოდრამატიულ და ძალიან დრამატიულამდე. კომედიოგრაფი ეს მხოლოდ ტერმინია და მე ამას მშვიდად ვუყურებ.

- თქვენი ფილმები ხშირად გადის ტელევიზიით, გიყვართ მათი ყურება? და თუ შეცვლიდით რაიმეს ახლა?
- ტელევიზიით ჩვენების ხარისხი ჩამორჩება იმას, რისი ნახვაც კინოთეატრში შეიძლება, ამიტომ მე არ ვადევნებ თვალს პროგრამას, ჩემს სურათებში კი ბევრს გავასწორებდი. მაგალითად ,,აფონიაში” ,,მოვჭრიდი” სოფლის სცენას მთლიანად. ახლა მე ვხვდები, რომ ის ოდნავ ხელოვნურად არის მიერთებული ამ, ქალაქის ტრაგიკომედიაზე.

- მართალია რომ, თქვენ თქვენს ფილმებს ხუთბალიანი სისტემით აფსებთ?
- აბსოლუტური სიმართლეა. ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც ჩემის აზრით ,,გამომივიდნენ”: ,,არ დაიდარდო” და ,,შემოდგომის მარათონი”. ეს არნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი ალბათ ,,იღბლიანი ჯენტლმენები” იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი ,,აფონიამ” მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი ,,მიმინომ” აჩვენა, იმიტომ რომ, მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი რაოდენობის ჩვენება ტელევიზიით.